Twitter საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ცრუ ინფორმაციის ტვიტები გაასაჩივრონ

სოციალურმა ქსელმა Twitter დაიწყო ღილაკის ტესტირება, რომლის დახმარებითაც მომხმარებლები შეძლებენ გაასაჩივრონ ტვიტები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სოციალური ქსელი ავრცელებს.

„ჩვენ ვაფასებთ ამ მიდგომის ეფექტიანობას, ამიტომ ვიწყებთ მცირედით. ჩვენ შეგვიძლია არაფერი მოვიმოქმედოთ და საერთოდ არ გავცეთ პასუხი ექსპერიმენტის ფარგლებში. თუმცა თქვენი ჩართულობა მოგვცემს საშუალებას, განვსაზღვროთ ტენდენციები, იმისათვის, რომ გავზარდოთ ჩვენი რეაგირების მასშტაბი და სისწრაფე დეზინფორმაციასთან ბრძოლაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე ექსპერიმენტი მოიცვას აშშ-ს, სამხრეთ კორეის და ავსტრალიის ტერიტორიებს. ამ ქვეყნის მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ "ტვიტის" მონიშნვა, როგორც „მაცდური“.

კოკა კვირკველია