ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 162 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 162 ადამიანით გაიზარდა და საერთო ჯაში 23 813 შეადგინა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ამავე პერიოდის განმავლობაში გარდაიცვალა 5 ადამიანი და ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 350-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტი 528 ადამიანს ჩაუტარდა.