Forbes-მა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალები გამოავლინა

"ფორბსის" პირველ ათეულში 10 ქალი შედის, რომელთა საერთო ქონება 220 მილიარდი დოლარია.

ჟურნალმა Forbes-მა, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგი შეადგინა, რომლის სათავეშიც ამერიკული Wal-Mart-ის თანამფლობელი ქრისტი უოლტონი მოექცა. პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგში მე-2 ადგილს ფრანგი ლილიან ბეტანკური, ცნობილი კოსმეტკური გიგანტის, L'Oreal-ის ფუძემდებლის ქალიშვილი იკავებს, ხოლო მესამე ადგილი ასევე, Wal-Mart-ის თანამფლობელს, ელის უოლტონს ერგო წილად.

აღსანიშნავია, რომ "ფორბსის" ვერსიით, 2014 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში სულ 172 ქალი მოხვდა. ისინი პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების 10%-ს შეადგენენ, ამასთან, სიაში 1645 ადამიანი იყრის თავს. "ფორბსის" პირველ ათეულში 10 ქალი შედის, რომელთა საერთო ქონება 220 მილიარდი დოლარია.

გთავაზობთ 10 ყველაზე მდიდარი ქალის სიას:

1. ქრისტი უოლტონი

ქონება: $36,7 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Wal-Mart

ქვეყანა: აშშ

2. ლილიან ბეტანკური

ქონება: : $34,5 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: L'Oreal

ქვეყანა: საფრანგეთი

3. ელის უოლტონი

ქონება: : $34,3 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Wal-Mart

ქვეყანა: აშშ

4. ჟაკლინ მარსი

ქონება: : $34,3 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Mars

ქვეყანა: აშშ

5. ჯორჯინა რეინჰარტი

ქონება: $17,7 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: სამთო მრეწველობა

ქვეყანა: ავსტრალია

6. სიუზანა კლატენი

ქონება: $17,4 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: BMW, ფარმაცეფტიკა

ქვეყანა: გერმანია

7. ებიგეილ ჯონსონი

ქონება: $17,3 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: ფინანსები (Fidelity Financial Services-ის პრეზიდენტი).

ქვეყანა: აშშ

8. ენ კოქს-ჩემბერსი

ქონება: $15,5 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: მედია (მედიაკონცერნ Cox Enterprises მაჟორიტარული აქციონერი).

ქვეყანა: აშშ

9. ლორენ პაუელ ჯობსი

ქონება: $14 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Apple, Disney

ქვეყანა: აშშ

10.ჯოანა კვანდტი

ქონება: : $12,8 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: BMW

ქვეყანა: გერმანია