როგორია ახალი და მეორადი ბინების რეალიზაცია და ბაზრის ზომა თბილისში - ,,კოლიერსი''

2021 წლის ივლისში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 1,978 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა 2019 წლის ივლისთან შედარებით. ამის შესახებ „კოლიერსის“ განახლებულ კვლევაშია აღნიშნული.

„2021 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ღირებულებას, მაჩვენებელი 22%-ით, 48 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომსეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა. მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რიცხვმა 21%-ით დაიკლო 2019 წლის ივლისთან შედარებით. პრემიუმ სეგმენტს რაც შეეხება, 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელმა, უმნიშვნელო, 0.7%-იანი კლება განიცადა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

თამარ მუკბანიანი