ერთ თვეში სახელმწიფოს საგარეო ვალი 14 მლნ დოლარით შემცირდა

2021 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8,002 მლრდ დოლარს შეადგენს, რაც 14 მლნ დოლარით ნაკლებია ივნისთან შედარებით. ივნისში სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,016 მლრდ დოლარი იყო.

8,002 მლრდ დოლარიდან მთავრობის საგარეო ვალდებულებები 7,521 მლრდ დოლარს შეადგენს, საქართველოს ეროვნული ბანკის - 481,496 მლნ დოლარს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 874,581 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1,176 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,757 მლრდ დოლარს აჭარბებს.