ამირან გამყრელიძე - სჯობს, ვინც რთველში ჩაერთვება, ყველა ორჯერადად აცრილი იყოს

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რთველის პერიოდში ყველა ადამიანი აცრილი იქნება, რადგან ამ დროს ადამიანებს შორის ინტენსიური კონტაქტია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვინც რთველში ჩაერთვება, სჯობს, აცრილი ორჯერადად იყოს.

„ჩვენი მოწოდებაა, რომ შემოდგომას შევხვდეთ უსაფრთხო სკოლებით, უსაფრთხო უნივერსიტეტებით. მასობრივი იქნება ასევე რთველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება. მოვუწოდებ უნივერსიტეტის სტუდენტებს და ყველა პროფესორ-მასწავლებელს, შემოდგომას ორჯერ აცრილები შევხვდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რთველის პერიოდში ყველა ადამიანი აცრილი იქნება, რადგან ამ დროს ინტენსიური მუშაობაა და ადამიანებს შორის ინტენსიური კონტაქტია. სჯობს რთველის დაწყებამდე, ვინც რთველში ჩაერთვება, ყველა ორჯერადად აცრილი იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.