აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 129 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 20 ადამიანი გარდაიცვალა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დაქვემდებარებაში მყოფი კორონავირუსთან ბრძოლის საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, ამავე პერიოდში კლინიკებიდან გაეწერა 968 პაციენტი.
აზერბაიჯანში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 377 304 შემთხვევაა გამოვლენილი , აქედან დაიღუპა 5 208 პაციენტი.
ამჟამად საავადმყოფოებში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 30 954 ადამიანი განაგრძობს მკურნალობას.