სოციალურმა ქსელმა Facebook 18 მილიონი პოსტი წაშალა, რომელიც კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას შეიცავდა. ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბიზნესმენს არ დაუსახელებია მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებმაც ნახეს ეს პოსტები, ვიდრე ისინი წაიშლებოდა.
„თუ ჩვენ ვხედავთ საშიშ დეზინფორმაციას ჩვენს პლატფორმაზე, ჩვენ მას ვშლით. დეზინფორმაციის გავრცელება წინააღმდეგობაშია ჩვენ პოლიტიკასთან“, - ხაზი გაუსვა ცუკერბერგმა, აღიარა რა, რომ ამ სფეროში შეცდომებსაც უშვებენ, რაც ნამდვილად გამოსასწორებელია.
ცნობისთვის, 16 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელები, რომლებიდანაც ვრცელდება დეზინფორმაცია კორონავირუსზე, ამით ფაქტობრივად, კლავენ ადამიანებს. Facebook-მა პასუხად განაცხადა, რომ პრეზიდენტის ნათქვამი წინააღმდეგობაში მოდიოდა ფაქტებთან. მოგვიანებით ბაიდენმა განმარტა, რომ მისი კრიტიკა მიმართული იყო არა სერვისების ხელმძღვანელებისკენ, არამედ იმ მომხმარებლებისადმი, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას.