თამარ გაბუნია - კორონავირუსით გარდაცვალების 58 შემთხვევა საგანგაშოა

ვუახლოვდებით შესაძლებლობის მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 ათასი საწოლის სახით - კლინიკაში იმყოფება 7 300-ზე მეტი პაციენტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კოვიდსტატისტიკა საგანგაშოა და პრევენციული ღონისძიების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს.

„58 გარდაცვალების შემთხვევაა, რაც საგანგაშოა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა. რაც შეეხება ვაქცინაციას, ეს პროცესი აქტიურად გრძელდება. გუშინ 26 ათასზე მეტი აცრა ჩატარდა და ბოლო 10 დღის საშუალო მაჩვენებელი მერყეობს 22-23 ათას შორის. რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას, დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700 საწოლამდე. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით შესაძლებლობის მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 ათასი საწოლის სახით. კლინიკაში იმყოფება 7 300-ზე მეტი პაციენტი. აქედან 350 პაციენტამდე მკურნალობს რეანიმაციის განყოფილებაში“,- განაცხადა გაბუნიამ.