Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1250 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1250 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1295 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 18 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1283 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6648 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.