ამერიკელი სენატორები Tesla-ს მარკეტინგული განაცხადის შემოწმებას ითხოვენ

ორმა ამერიკელმა სენატორმა მოუწოდა ფედერალურ სავაჭრო კომისიას (FTC) შეამოწმონ კომპანია Tesla Inc.-ის მარკეტინგული განაცხადი და ასევე დაინტერესდნენ მისი ხელმძღვანელის ტვიტებით.

სენატორები რიჩარდ ბლუმენტალი (კონექტიკუტი) და ედ მარკი (მასაჩუსეტსი) მიმართვას აგზავნიან FTC-ის ხელმძღვანელ ლინე ხანთან, რომელშიც გამოხატავენ წუხილს, რომ Tesla-ს ავტომობილებში ავტონომიური მართვის სისტემები ატარებენ სახელებს - Autopilot და Full Self-Driving, მაშინ როცა სულაც არ უზრუნველყოფენ სრულად უპილოტო ტარებას. ეს კი მათი განცხადებით მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა და რისკის შემცველია ადამიანების სიცოცხლისთვის.

Tesla-ს მიერ მანამდე გავრცელებული ცნობით, სისტემა Autopilot-ის დახმარებით მართვა უფრო უსაფრთხო ხდება. მათივე განმარტებით, ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მკაფიოდ წერია, თუ რა დონის ავტონომიურობას უზრუნველყოფს სისტემა, ასევე ხაზგასმულია, რომ მძღოლი ჩართული უნდა იყოს მართვის პროცესში ავტოპილოტის მუშაობის დროსაც, წერს The Wall Street Journal.

კვირის დასაწყისში ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ეროვნულმა სამმართველომ (National Highway Traffic Safety Administration, NHTSA) განაცხადა სისტემა Autopilot-ის შემოწმების შესახებ, იმ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელიც დაფიქსირდა კომპანიის ელექტრომობილებში ბოლო პერიოდში.

კოკა კვირკველია