თურქეთი კვლავ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის იანვარ-ივლისში თურქეთთან საერთო სავაჭრო ბრუნვამ 1,107 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 14.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში თურქეთიდან პროდუქციის იმპორტმა 917,367 მლნ დოლარი შეადგინა. ხოლო ექსპორტი 189,907 მლნ დოლარი.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში.
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ტრიკოტაჟის ნაწარმი - 42, 456 მლნ აშშ დოლარი
- ფეროშენადნობები - 24,648 მლნ აშშ დოლარი
- შავი ლითონების ნარჩენები და ჯართი - 20,680 მლნ აშშ დოლარი
- მამაკაცის ან ბიჭის კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი - 18, 178 მლნ აშშ დოლარი
- ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისგან -14,251 მლნ აშშ დოლარი
- დანარჩენი საქონელი სულ - 69,692 მლნ აშშ დოლარი
თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
- ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით (ცალი) - 35, 725 მლნ აშშ დოლარი
- მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 27, 905 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 27, 635 მლნ აშშ დოლარი
- შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 26, 895 მლნ აშშ დოლარი
- მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 17, 913 მლნ აშშ დოლარი
- დანარჩენი საქონელი სულ - 781, 292 მლნ აშშ დოლარი