თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 8 820 000 ლარს შეადგენს.
როგორც ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლი მდებარეობს დიღომი 7-ში, ახალაშენებულია, არის 2-სართულიანი 800 კვ.მ, ვიტრაჟული, თანამედრვე იდეალური რემონტით.
„ინტერიერზე იმუშავეს ქვეყნის წამყვანმა დიზაინერებმა. სახლი მოიცავს 7 საძინებელს, ყველა მასტერბედრუმით, სავარჯიშო სატრენაჟორო, გასართობ დარბაზებს, ვერანდებს, ავტოფარეხს 3 ავტომობილზე. ეზოში არის საცურაო აუზი, დაცვითს ოთახი და მომსახურე პორსონალისთვის განკუთვნილი სივრცე. მხოლოდ ვიპ კატეგორიის მომხმარებლებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.



