ნორვეგიის კეთილდღეობის ფონდმა ექვს თვეში 111 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო

ნორვეგიის კეთილდღეობის ეროვნულმა ფონდმა, რომელიც 1.4 ტრილიონი დოლარის აქტივებს განაგებს, წლის პირველი ნახევრის შედეგები გამოაქვეყნა. სტატისტიკის შესაბამისად, ფონდმა პირველ ექვს თვეში, 111 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

ესოდენ დიდი მოგება, მსოფლიო აქციების მკვეთრი ზრდის შედეგია. საერთო ჯამში, მსოფლიოში უდიდესმა სუვერენულმა ფონდმა, განხორციელებული ინვესტიციებიდან, მის ხელთ არსებული აქტივების 9.4 პროცენტი იხეირა, რაც 990 ნორვეგიული კრონის ტოლფასია.

„აქციებში შესრულებულ ინვესტიციებზე, წლის პირველ ნახევარში ჩვენ მიერ გამომუშავებული მოგების უმეტესი წილი მოდის. ყველაზე მეტი მოგება კი ენერგეტიკულ და ფინანსურ სექტორებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა მოგვიტანა“, - ნათქვამია ფონდის ხელმძღვანელის, ნიკოლაი ტანგენის განცხადებაში.

ენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ფონდს 19.5-პროცენტიანი მოგება მისცა, ფინანსური სექტორის კომპანიებიდან კი მოგება 13.7 პროცენტი იყო. ფიქსირებული შემოსავლების მქონე აქტივებში შესრულებულ ინვესტიციებზე კი ზარალმა 2.0 პროცენტი შეადგინა.