ევროკავშირი უკრაინის, თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ე.წ. კოვიდსერტიფიკატებს აღიარებს

ევროკავშირი ხვალიდან უკრაინის, თურქეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ გაცემულ ე.წ.კოვიდსერტიფიკატებს ცნობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

„კომისიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება ექვივალენტობის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიასთან, თურქეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნები დაუკავშირდებიან ევროკავშირის სისტემას და ამ ქვეყნების მიერ გაცემული კოვიდსერტიფიკატები ხვალიდან იმავე პირობებით მიიღება ევროკავშირში, როგორც ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატი“, – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.