Candela– ს შორ მანძილზე მომუშავე ელექტრული სწრაფმავალი ნავები -  რევოლუციური მიგნება საზღვაო ტრანსპორტში

ჰიპერსმარტის ინჟინრებით, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელებით, იახტების დიზაინერებითა და გემთმშენებელთა მზარდი გუნდით დაკომპლექტებულმა Candela Speed ​​Boat– ის გუნდმა ააგო რევოლუციური ელექტრული ნავი, რომელიც საზღვაო ტრანსპორტში ისეთ გადატრიალებას მოახდენს, როგორც ეს ილონ მასკის “ტესლამ“ სატრანსპორტო სფეროში გააკეთა.

კომპანია Candela Speed ​​Boat 2014 წელს, შვედეთში დაარსდა. გუნდმა შექმნა ელექტროენერგიაზე მომუშავე ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ნავი, რომელსაც 50 საზღვაო მილის გავლა შეუძლია.

თავდაპირველად ეს თითქმის წარმოუდგენელი და ურთულესი საინჟინრო პროექტი იყო, რადგან ნავს ბევრად მეტი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს, ვიდრე ავტომობილს. გუნდი საკუთარ შესაძლებლობებში არცთუ ისე იყო დარწმუნებული, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც Candela C-7-ის 30-ზე მეტი ნავი გაიყიდა. მოთხოვნა ისევ იზრდება.

კომპანიას ასევე აქვს შემუშავებული მაღალი სიჩქარით მოძრავი საქალაქთაშორისო სამგზავრო ბორანის პროექტი, რომელსაც 12-დან 300 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

ჰასელსკოგმა იცოდა, რომ ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მას და მის გუნდს შორ მანძილზე მოძრავი ელექტრონავი შეექმნათ, იყო ჰიდროფოლიის აშენება, რომელიც წყლიდან ამოვიდოდა მთელი თავისი კორპუსით და შესაბამის ეფექტს ამ კუთხით მიიღებდნენ.

შედეგად, C-7 ნავის შუაგულში სწორი ფოლგის გამოყენებით და პროპელერის ზემოთ მდებარე პატარა T- ფორმის კილიტით, წყალზე "დაფრინავს". მათი დაპატენტებული ფრენის კონტროლის სისტემა ავტომატურად ახდენს ნავის სტაბილიზაციას კომპიუტერის მიერ კონტროლირებადი მიკროწესრიგების გამოყენებით ჰიდროფოლიებზე.

ბატარეის სიმძლავრე არის 40 კვტ / სთ. და მის გაზრდაზე გუნდი კვლავ მუშაობს.

(წყარო - Forbes.com)

თეონა რამაზაშვილი