დენიელ ქრეიგი გახდა 2021 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში

დენიელ ქრეიგი მიმდინარე წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია ჰოლივუდში. ამის შესახებ მოწმობს ჟურნალ Variety-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

გამოცემის მონაცემებით, ქრეიგმა 2021 წელს ფილმ Knives Out-ის ორი სიქველით 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ორივე ფილმზე უფლებები სტრიმინგ სერვისმა Netflix შეიძინა და სწორედ მან გადაუხადა მსახიობს ამ ოდენობის ჰონორარი.

ყველაზე მაღალანაზღაურებად ჰოლივუდელებს შორის მეორეა დუეინ ჯონსონი, რომელმაც Amazon Studios-ს კომედიურ საშობაო ფილმში Red One შესრულებული როლისთვის 50 მილიონი დოლარი მიიღო. მესამეა 40 მილიონის შემოსავლით უილ სმიტი და დენზელ უოშინგტონი. პირველის შემთხვევაში სერენა და ვინუს უილიამსების მამის როლის შესრულებისთვის ფილმში King Richard, ხოლო უოშინგტონის შემთხვევაში, როლისთვის თრილერში The Little Things. 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავა სიაში შემდგომ საფეხურზე მყოფმა ლეონარდო დიკაპრიომ, რომელმაც აღნიშნული ჰონორარი მიიღო ფილმ Don't Look Up-ში შესრულებული როლისთვის, ამდენივე ერგო მარ უოლბერგს კომედიური ფილმისთვის Spenser Confidential.

25-25 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს ქალმა მსახიობებმა - ჯენიფერ ლოურენსმა და ჯულია რობერტსმა ფილმებში Don’t look up და Leave the World Behind თამაშისთვის. სანდრა ბალოკის ჰონორარმა ფილმში Lost City of D თამაშისთვის კი 20 მილიონი შეადგინა, ამდენივე აქვს რაიან გოსლინგს The Gray Man-ის როლისთვის, ასევე ქრის ჰემსვორთს Thor: Love and Thunder-ისთვის და ბრედ პიტს Bullet Train-ში შესრულებული როლებისთვის.

ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ მაიკლ ბ. ჯორდანი, ტომ კრუზი, კიანუ რივზი და რობერტ პატინსონი.

კოკა კვირკველია