Facebook-მომხმარებლები კოლეგებთან ვირტუალურ შეხვედრას შეძლებენ

ამერიკული კორპორაცია Facebook აცხადებს, რომ ჩაუშვა აპლიკაცია Horizon Workrooms, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ვირტუალურ სივრცეში შეხვდნენ ერთმანეთს, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიახლოებული რეალურ გარემოს. ამის შესახებ საუბარია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

„ჩვენ მოხარული ვართ გაცნობთ Horizon Workrooms-ის ღია ბეტა-ვერსიის ჩაშვების შესახებ, რომლის გადმოწერა შესაძლებელია უფასოდ სისტემაში Oculus Quest 2, ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ Quest 2 გარნიტურის მხარდაჭერა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს შეხვედრას მოწყობილობის პერსონაჟის გამოყენებით, ან ვირტუალურ ოთახში მოხვდეს ვიდეო-ზარის დახმარებით. შექმნილ სივრცეში შესაძლებელი იქნება დაფაზე წერა, უფრო პროდუქტიული განხილვისთვის, ასევე რეალურ დროში კოლეგებთან ურთიერთობა.

ამ ტიპის შეხვედრების მონაწილეები შეძლებენ სამუშაო გარემოს შექმნას, როგორსაც იყენებენ სახლში. ეს კი საშუალებას მისცემს პერსონალურ კომპიუტერში აპლიკაციებისა და პროგრამების ისე გახსნას, რომ ვირტუალური ოთახიდან გასვლა საჭირო არ გახდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლები ამ აპლიკაციას უკვე იყენებენ.

კოკა კვირკველია