ქართული ჩაის ექსპორტი იზრდება - სად ვყიდით პროდუქტს

ქართული ჩაის ექსპორტი იზრდება. 2021 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 912,3 ათასი დოლარის ღირებულების ჩაი გავიდა, რაც 64,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ჩაის ექსპორტიდან შემოსავალმა 555 ათასი დოლარი შეადგინა, ექსპორტზე კი 748 ტონა ჩაი გავიდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 7 თვეში ქართული ჩაის ექსპორტი 20-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა. ყველაზე დიდი რაოდენობით კი გავიდა შემდეგ ქვეყნებში:

  • მონღოლეთი - 400 ტონა (219,9 ათასი დოლარი)
  • ყაზახეთი - 288,9 ტონა (115,5 ათასი დოლარი)
  • რუსეთი - 110 ტონა (90,7 ათასი დოლარი)
  • თურქმენეთი - 83,1 ტონა (150,9 ათასი დოლარი)
  • უკრაინა - 64,3 ტონა (119,5 ათასი დოლარი)