,,ძალიან სწრაფად დავიწყეთ დერეგულაცია. ვიცი, მაკრიტიკებენ, მლანძღავენ, მაგრამ რა ვქნათ, ერთ-ერთი მთავარი „ბუსტერი“ არის დიდი თავშეყრები, განსაკუთრებით სუფრები"

ერთ-ერთი მთავარი „ბუსტერი“ დიდი თავშეყრები და განსაკუთრებით სუფრები არის. იქნებ როგორმე მოვითმინოთ ერთი წელიწადი, იმიტომ, რომ 59 სიკვდილი ყოველ დილას არ გვქონდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის შეფასებით, ინფიცირების რაოდენობის ნიშნები კლების ტენდენციისკენ, ორშაბათს-სამშაბათს უნდა გამოჩნდეს.

„მდგრად ნიშნებს ველოდები კლების ტენდენციისკენ, ორშაბათს - სამშაბათს უნდა გამოჩნდეს. ვნახოთ, დავაკვირდეთ.

რაც შეეხება იმას, თუ რას უკავშირდება ეს, რას არ უკავშირდება, დიახ, ბევრ რამეს უკავშირდება, იმასაც უკავშირდება, რომ ადრე შემსუბუქდა ქვეყანაში შეზღუდვები, გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა ჩაკეტილი იყო, ადამიანებს დასაქმება და შემოსვალი სჭირდებოდათ, ჩვენ არ გავითავისეთ, რასთან გვქონდა საქმე.

ძალიან სწრაფად დავიწყეთ დერეგულაცია. ვიცი, მაკრიტიკებენ, მლანძღავენ, მაგრამ რა ვქნათ, ერთ-ერთი მთავარი „ბუსტერი“ არის დიდი თავშეყრები, განსაკუთრებით სუფრები. იქნებ როგორმე მოვითმინოთ ერთი წელიწადი, იმიტომ, რომ 59 სიკვდილი ყოველ დილას არ გვქონდეს" , - განაცხადა გამყრელიძემ.