სტილისტი, მასწავლებელი, კოსმეტოლოგი და მოციგურავე - რას საქმიანობდნენ ვარსკვლავები წარმატების მიღწევამდე

ბევრმა ცნობილმა სახემ თავისი ვარსკვლავური კარიერა სრულიად განსხვავებული გზით დაიწყო. “ჰოლივუდის“ დაპყრობამდე უამრავ მსახიობს თავის გადასარჩენად სხვადასხვა სამუშაოების შესრულება უწევდათ. პროფესიით კი თითქმის არც ერთი მათგანი არ არის მსახიობი.

მაგალითად, დენი დევიტო სტილისტი იყო

ფილმებში გამოჩენამდე სახასიათო გარეგნობის მსახიობი სილამაზის სალონში თმის სტილისტად მუშაობდა. მოგვიანებით, მას გაუმართლა და რამდენიმე კასტინგზე შეარჩიეს. იგი ცნობილია ფილმებიდან: როგორიცაა ვარდების ომი, ტყუპები, ქვასთან ურთიერთობა და ა.შ. სამსახიობო გამოცდილება დევიტოს სკოლიდან ჰქონდა. იგი რამდენიმე სპექტაკლში იღებდა მონაწილეობას.

სტინგი მასწავლებელი იყო

ძნელი წარმოსადგენია, რომ მსოფლიოში ცნობილი პოპ ვარსკვლავი სტინგი ერთ დროს მოსწავლეებისთვის დაფაზე დავალებებს წერდა და საკლასო გაკვეთილებს ატარებდა. სტინს ინგლისური ენის პედაგოგის საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს.

ვერა ვანგი - მოციგურავე

ამერიკელი მოდის დიზაინერი ვერა ვანგი ბავშვობიდან ფიგურული სრიალით იყო დაკავებული. თინეიჯერობისას ის მონაწილეობდა ეროვნულ შეჯიბრებებში. რამდენიმე წლის განმავლობაში Vogue– ში მოდის რედაქტორად მუშაობის შემდეგ, მან კვლავ შეცვალა მიმართულება და დიზაინერობა დაიწყო.

არნოლდ შვარცენეგერი - ბოდიბილდერი

არნოლდ შვარცენეგერის ბოდიბილდერის წარმატებული კარიერა არავისთვის არის ახალი. ავსტრიელმა ამერიკელმა 20 წლის ასაკში ბატონი სამყაროს ტიტული მოიპოვა. სწორედ მისმა გარეგნობამ ითამაშა დიდი როლი ჰოლივუდის დაპყრობაში. ფილმების შემდეგ შვარცენეგერი გადავიდა პოლიტიკაში და2003 წლიდან 2010 წლამდე კალიფორნიის გუბერნატორი იყო.

ქეითლინ ჯენერი - ოლიმპიური სპორტსმენი

კარდაშიანების ოჯახის ვარსკვლავი, ქეითლინ ჯენერი, ადრე ცნობილი როგორც ბრიუსი, ყოფილი ოლიმპიური სპორტსმენია. მან 1976 წლის მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე ოქრო მოიპოვა და ასევე მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

სპორტიდან წასვლის შემდეგ ჯენერი გახდა ტელეწამყვანი და ახლა ყველაზე მეტად ცნობილია თავისი როლით Keeping Up With the Kardashians.

მორგან ფრიმენი - საჰაერო ძალები

მსახიობი მორგან ფრიმენი შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს 1950 -იან წლებში შეუერთდა. იგი პილოტი იყო. ჯარში მან ოთხი წელი გაატარა და პირველი კლასის პილოტის წოდებაც მოიპოვა. შემდეგ ბროდვეიზე მცირე როლებს ასრულებდა, საბოლოოდ კი ჰოლივუდის ნამდვილი ლეგენდა გახდა.

ვუპი გოლდბერგი - კოსმეტოლოგი

კინოვარსკვლავი და მწერალი ვუპი გოლდბერგი პროფესიონალ მსახიობობამდე კოსმეტოლოგად მუშაობდა. მათ შორის, მორგში მაკიაჟის ოსტატად. თუმცა, მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ ცოცხალ ადამიანებთან ურთიერთობა ჯობდა და თავი დრამატულ ფილმებში სცადა.

ჯეისონ ლი - პროფესიონალი სკეიტბორდისტი

ჯეისონ ლიმ პოპულარობა მოიპოვა სერიალ My Name Is Earl - ით. სანამ სამსაახიობო კარიერას სცდიდა, იგი პროფესიონალი სკეიტბორდერი იყო. იგი ექსტრემალური ტიუკების ოსტატია.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი