მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 211 მილიონს გადააჭარბა, ვირუსს დღემდე 4.4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 211 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 189.3 მილიონს შეადგენს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების აქტიური შემთხვევები 17.8 მილიონს აჭარბებს. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 38.3 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 32.3 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.