მესტიასა და ბაკურიანში დღეს ზამთრის სეზონი გაიხსნება

მესტიასა და ბაკურიანში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დღეს, ზამთრის სეზონს ოფიციალურად გახსნის.

ტურიზმის ეროვნული ადამინისტრაციის ინფორმაციით, ორივე კურორტზე ჩასულ სტუმრებს სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები დახვდებათ. მოეწყობა საშობაო ბაზრის, ცხელი სასმელებისა და ტკბილეულის კუთხეები. გაიმართება სპორტული შეჯიბრებები და კონცერტები.