ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სარეკლამო ბანერის განთავსების დროს ჩამოვარდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.