Bloomberg - მსოფლიოში დღეში 36.2 მილიონი აცრა კეთდება

მსოფლიოს 183 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4.89 მილიარდს გადააჭარბა.

შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 36.2 მილიონი ადამიანი იცრება. ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 31.9%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

ყველაზე მეტი 1.91 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობამ კი 572.2 მილიონს გადააჭარბა. ევროკავშირში ვაქცინების 514.7 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 360.6 მილიონი.

Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 56.5%, აშშ-ში- 51.2%, ჩინეთში კი 55.5%.