როგორ გამოიყურება ბინა ბათუმში, რომელიც 6,877 მილიონი ლარი ღირს

ბათუმში, ქალაქის ცენტრში იყიდება ბინა, რომელიც 6 877 000 ლარი ღირს.

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბინის საერთო ფართია 580 კვადრატული მეტრი. არის პენთჰაუსი, დუპლექსური ტიპის აპარტამენტი. ბინა მდებარეობს ახალაშენებული საცხოვრებელი კომპლექსის 7-8/8 სართულზე.

„ულამაზესი და უიშვიათესი ხედებით ზღვაზე და ბათუმზე. სამზარეულო სასადილო სტუდიოს ტიპის, იკეტება დამოუკიდებლად სლაიდი კედლით, ასევე ხდება ერთიანი სივრცე 100 მ2. თავისი ორი მოსასვენებელი სივრცით ტელევიზორის და ბუხრის ადგილებით. განთავსებულია 3 საძინებელი (მასტერ ბედრუმი, გარდერობებით, სველი წერტილებით თითო 40 მ2- მდე ) ვერანდები ორივე სართულზე შეადგენს - 230მ2. ბოლო სართულზე მოწყობილია აუზი - 40მ2. მოსასვენებელი სივრცე, სავარჯიშო დარბაზი თავისი ტრენაჟორებით. საუნა, 1 სველი წერტილით და საშხაპით.

„პირველ დონეზე - აივანზე არის ბარბექიუს მოწყობილობა, საპიკნიკე სივრცით. საცხოვრებელი ფართი შეადგენს - 350მ2; ტერასები 230 მ2; გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სარემონტო თუ სამშენებლო მასალა, კონდენცირება გათბობა, იატაკის გათბობებით. ძვირადღირებული ბუხრით. კომპლექსს ემსახურება 24 საათიანი დაცვა. ყველა სართულზე დამცავი და სათვალთვალო კამერების სისტემით. სადარბაზოს კედლები და იატაკი მოპირკეთებულია მთლიანად ქვაში. მიწისქვეშა პარკირება, 5 ავტომანქანაზე მოჰყვება აპარტამენტს. დალაგების სერვისი. დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის ავეჯი, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა; ზღვიდან დაშორება 50 მეტრი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

bat6-1629619957.jpg

bat1-1629620017.jpg

bat4-1629620056.jpg

bat3-1629620095.jpg

bat2-1629620124.jpg

bat5-1629620152.jpg