რუსულ საექსპორტო ხორბალზე გადასახადი იზრდება

რუსულ საექსპორტო ხორბალზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 31,7 დოლარამდე იზრდება, ამ დროისთვის მოქმედი 30,4 დოლარიდან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მისი ინფორმაციითვე, არსებული 26,1 დოლარიდან 26,6 დოლარამდე გაიზრდება გადასახადი ტონა ქერზე, ხოლო სიმინდზე ცვლილება არ მოხდება და ის კვლავ 49,6 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება.

ახალი ფასები იმოქმედებს 31 აგვისტოდან.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გადასახადის ფასი განისაზღვრა პროდუქციაზე ფასების ინდიკატორის შედეგად: ხორბლის ფასმა შეადგინა 245,3 დოლარი ტონაზე (243,5 დლარი 1 კვირით ადრე), ქერზე 223,1 დოლარი ტონაზე (222,4 1 კვირით ადრე) და სიმინდზე 255,9 დოლარი ტონაზე, რომელიც იგივე დარჩა. უკვე მეოთხე კვირაა სიმინდზე არც ფასი და არც გადასახადი არ იზრდება.

როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციაში 2 ივნისიდან მოქმედებს მარცვლეულის ე.წ. დემპფერი, რომელიც ითვალისწინებს მცურავ საექსპორტო საბაჟო გადასახდელს ხორბლის, ქერის და სიმინდის ექსპორტზე, რომლიდან მიღებული თანხის დაბრუნება ხდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის სუბსიდირებაში.

კოკა კვირკველია