ერთ თვეში ბანკების წმინდა მოგება 116,6 მლნ ლარით შემცირდა -  როგორია კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური მაჩვენებლები

ერთ თვეში ბანკების წმინდა მოგება 116,672 მლნ ლარით შემცირდა და ივლისში 177,956 მლნ ლარი შეადგინა. სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ივლისში ბანკების მოგება 294,628 მლნ ლარი იყო. ჯამში კი, 2021 წლის 7 თვეში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 1,237 მლრდ ლარი შეადგინა.

2021 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:

  • იანვარი - 113,368 მლნ ლარი
  • თებერვალი - 132,115 მლნ ლარი
  • მარტი - 166,324 მლნ ლარი
  • აპრილი - 173,071 მლნ ლარი
  • მაისი - 180,117 მლნ ლარი
  • ივნისი - 294,628 მლნ ლარი
  • ივლისი - 177,956 მლნ ლარი

ამასთან, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ივლისში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 520,298 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 396,547 მლნ ლარი. ივლისში კომერციული ბანკების ხარჯებმა 320,134 მლნ ლარი შეადგინა.

ამავე სტატისტიკით, ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,271 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 21,378 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 47,081 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 99,262 მლნ ლარი შეადგინა. ეს იყო მოგების ყველაზე მცირე მაჩვენებელი, რაც ბანკებს ბოლო წლებში ჰქონდათ მიღებული. ამის მიზეზი კი, კორონავირუსის პანდემიის პირველი თვე იყო, როდესაც ბანკებს სესხების მასობრივი გადავადება მოუწიათ. შესაბამისად, 2020 წლის მარტში ბანკები 943,130 მლნ-იან ზარალზე გავიდნენ. თუმცა მას შემდეგ, კომერციული ბანკები წაგებაზე არ გასულან.