ბაიდენმა რუსული მილსადენებისთვის სანქციების დაწესებაზე ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ამერიკულ ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს სანქციები დაუწესოს რუსულ მილსადენებს, რომელიც გამოიყენება ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისთვის.

დოკუმენტის სახელწოდებაა „საკუთრების ბლოკირება ცალკეული რუსული ენერგო პროექტებისთის“. მასში ნახსენებია, რომ ის უფლებას იძლევა დამატებითი ზომების მისაღებად.

მილსადენების სია, რომლებზეც შეიძლება გავრცელდეს ამერიკული სანქციები, ჩამოთვლილი არ არის. ამასთან, სანქციები საშუალებას იძლევა ფიზიკური პირების აქტივების გაყინვისა და მათი სავიზო მომსახურების შეზღუდვას.

სენატორებისადმი გაგზავნილ წერილში ბაიდენი განმარტავს, რომ განკარგულებამ ხელი უნდა შეუშალოს რუსული გავლენის გაძლიერებას ევროპის ბაზარზე, რომელსაც შეუძლია დაასუსტოს ევროპის ენერგოდამოუკიდებლობა. ამასთან, ეს პროექტები საფრთხეს უქმნიან ამერიკის ეკონომიკას, საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას.

უფრო ადრე კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ აწესებს სანქციებს ხომალდებზე და ორ ფიზიკურ პირზე, რომლებიც კავშირში არიან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მშენებლობასთან. საუბარია პეტერბურგულ კომპანიაზე „ნობილიტი“, რომელიც ფლობს პროექტის მშენებლობაში მონაწილე ხომალდებს.

კოკა კვირკველია