რომელია 10 ყველაზე გრძელი მაგისტრალი მსოფლიოში

დღესდღეობით მაგისტრალები ავტომობილით გადაადგილების ყველაზე კომფორტული საშუალება. გამოცემა Travel Trivia წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 ყველაზე გრძელ მაგისტრალს.

Interstate 80 (აშშ)

Interstate 80-ის სიგრძე 4 600 კილომეტრს აღემატება და აშშ-ის მეორე ყველაზე გრძელ მაგისტრალს წარმოადგენს. ავტომაგისტრალი აშშ-ის 11 შტატს კვეთს და ნიუ-ჯერსის შტატს სან-ფრაცისკოსთან აკავშირებს.

Interstate 90 (აშშ)

Interstate 90-ის სიგრძე 4 860 კილომეტრია და აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე გრძელ მაგისტრალს წარმოადგენს. ის ქვეყანას ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კვეთს.

U.S. Route 6 (აშშ)

U.S. Route 6-ის სიგრძე 5 100 კილომეტრს აღემატება და მასაჩუსეტსიდან კალიფორნიამდე აშშ-ის 14 შტატს კვეთს.

Ruta 40 (არგენტინა)

Ruta 40 არგენტინაში მდებარეობს და მისი სიგრძე 5 200 კილომეტრია. მაგისტრალი ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთისკენ მიემართება და გზად ათობით დაცულ ტერიტორიასა და ეროვნულ პარკს კვეთს.

U.S. Route (აშშ)

U.S. Route-ის სიგრძე 5 400 კილომეტრს აღემატება. ის მასაჩუსეტსიდან ორეგონის შტატის მიმართულებით მიუყვება და გზად არაერთ საინტერესო ადგილს, მათ შორის ნაკრძალებსა და ბუნებრივ ძეგლებს, გადის.

Golden Quadrilateral National Highway (ინდოეთი)

Golden Quadrilateral National Highway ინდოეთის ყველაზე მასშტაბური ავტომაგისტრალია, რომელიც 4 ქალაქს- დელის, ჩენნაის , კალკუტასა და მუმბაის ერთმანეთთან აკავშირებს. მისი სიგრძე 5 800 კილომეტრს აჭარბებს.

Trans-Canada Highway (კანადა)

Trans-Canada Highway კანადაში მდებარეობს და მისი სიგრძე 7 800 კილომეტრია. მაგისტრალი კანადას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კვეთს და 5 სასაათო სარტყელს მოიცავს.

Trans-Siberian Highway (რუსეთი)

Trans-Siberian Highway-ის სიგრძე 10 900 კილომეტრს აღემატება და რუსეთის მთლიან ტერიტორიას კვეთს. ის სანკ-პეტერბურგში იწყება და ვლადივასტოკში მთავრდება.

Highway 1 (ავსტრალია)

Highway 1-ის ხშირად „დიდ წრეს“ უწოდებენ. ის ავსტრალიის ოკეანის სანაპიროებს მიუყვება და წრეს ქმნის. მაგისტრალის სიგრძე 14 400 კილომეტრია. მაგისტრალი 1955 წელს აშენდა და ავსტრალიის ყველა დიდ ქალაქს ერთმანეთთან აკავშირებს.

Pan-American Highway (აშშ-დან არგენტინამდე)

Pan-American Highway მსოფლიოს ყველაზე გრძელი მაგისტრალია და მისი სიგრძე 30 500 კილომეტრს აღემატება. მაგისტრალი აშშ-ის შტატ ალიასკაში იწყება და არგენტინის უკიდურეს სამხრეთამდე ჩადის, გზად კი 14 ქვეყანას კვეთს.

ბექა ბერიაშვილი