დენის შმიგალი - უნდა გამოვიყენოთ ყველა ძალისხმევა იმისათვის, რომ ტვირთების ნაკადი გავზარდოთ და ვუზრუნველვყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით

ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის დროს მე გამოვთქვი დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარებით, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.

დენის შმიგელის თქმით, ყველა ძალისხევა უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ტვირთების ნაკადი გაიზარდოს და „ვუზრუნველყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით“.

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს და უკრაინას საინვესტიციო გაფართოების ყველა წინა პირობა გააჩნია.

„საქართველო და უკრაინა აგრძელებენ სტრატეგიული პარტნიორების ყველა მიმართულების განვითარებას. მუშაობის ასეთი შედეგები იმედი მაქვს იქნება განხილული უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს საინაუგურაციო სხდომის დროს 2021 წლის ბოლოს. ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა ახალ ნიშნულზე გავიდა და 2021 წლის 5 თვის განმავლობაში 32%-ით გაიზარდა. იმედი მაქვს მოვახდენთ მის განვითარებას, ეკონომიკური თანამშრომლური საკითხებში ქართულ-უკრაინული მთავრობათაშორისო კომიის ფარგლებში საექსპერტო მოლაპარაკებების შემდეგ , რომლის მესამე სხდომა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს თბილისშია დაგეგმილი.

პრემიერ - მინისტრთან საუბრის დროს მე გამოვთქვი დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარებით. უნდა გამოვიყენოთ შავი ზღვის პორტების მიმოსვლების, ასევე ყველა ძალისხევა იმისათვის, რომ ტვირთების ნაკადი გავზარდოთ და ვუზრუნველყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით. ჩვენ შევთახმდით, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ევროპულ კომისიასთან, საქრთველოს და უკრაინის სხვა ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვაო პორტებში ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით.

საქართველოს და უკრაინას აქვს ყველა წინაპირობა საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებისთვის. ჩვენ განვიხილეთ ბიზნესის მონაწილეობის შესაძლებლობა პრივატიზაციის პროცესში ერთობლივი მაღალტექნოლოგიური საწარმოების განვითარებაში და ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მე ძალიან ვაფასებ დღევანდელი შეხვედრის შედეგებს და დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის ინტენსიფიკაციაში, ასევე საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთქმედების გამიზნულ სფეროებში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის წარმატებაში",- განაცხადა დენის შმიგალმა.