ბოლო ერთი კვირაა ამდენი ადამიანი არცერთ ქვეყანაში არ კვდება კოვიდით - ბიძინა კულუმბეგოვი

ბოლო ერთი კვირაა ამდენი ადამიანი არცერთ ქვეყანაში არ კვდება კოვიდით - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

„7 დან 1 საქართველოს მოქალაქე დაავადდა კოვიდით!

553 დან 1 საქართველოს მოქალაქე მოკვდა კოვიდით!

ბოლო ერთი კვირაა 100 ათას მოსახლეზე ამდენი ადამიანი არსად არ ავადდება (129) და ამდენი ადამიანი არცერთ ქვეყანაში არ კვდება (1.35)

კოვიდით აცრით, ნიღბით და დისტანციით შენ შეგიძლია შეაჩერო ეს პროცესი!“ - წერს კულუმბეგოვი.