მოსკოვი Google-ისა და Apple-ისგან ნავალნის აპლიკაციის ამოღებას მოითხოვს

„როსკომნადზორმა“ Google-სა და Apple-ს აპლიკაციების მაღაზიებიდან კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის აპლიკაციის ამოღება მოთხოვა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„როსკომნადზორი“ რუსეთის სასამართლო გადაწყვეტილებას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც პატიმრობაში მყოფი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციად ჩაითვალა და აიკრძალა.

მას შემდეგ, რაც „როსკომნადზორმა“ ალექსეი ნავალნის ვებგვერდები დაბლოკა, მისი თანამებრძოლები სიახლეებსა და ბლოგებს სწორედ Google-ისა და Apple-ის აპლიკაციებით ავრცელებდნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ