რაზე უჩიოდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოქალაქეები 2021 წელს

2021 წლის იანვარ-ივნისში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 620 საჩივარი დაფიქსირდა, რაც 258 საჩივრით მეტია წინა წელთან შედარებით. შარშან 6 თვეში დაფიქსირდა 363 საჩივარი.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს პრეტენზიების სამეულში შედიან:

  • სამომხმარებლო სესხები - 495 განაცხადი
  • მომენტალური განვადება - 32 განაცხადი
  • იპოთეკური სესხები – 17 განაცხადი

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2021 წელს შესული საჩივრებიდან 394 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე მოდის; შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 136 განაცხადი; 20 განაცხადით სამეულში მოხვდა საპროცენტო შენატანებთან დაკავშირებული პრეტენზიები.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს 620 საჩივრიდან 450 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკების, შემდეგ კი მიკროსასინანსო სექტორიც დაემატა. ცნობისათვის, დღეს საფინანსო ბაზარზე 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.