დიღმის საველე ჰოსპიტალში 87 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

ამ დროისთვის, დიღმის საველე ჰოსპიტალში 87 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა, რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, მათგან ჟანგბადდამოკიდებული კი „საკმაოდ ბევრია“

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 ივლისს დაიწყო. როგორც ცნობილია, საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.