ბათუმის საბაგირო საქართველოს ბანკის ინვესტიციით სრული დატვირთვით მუშაობას აგრძელებს

ზაფხულის ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება, პარალელურად იზრდება COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა, რაც ბიზნესისთვის ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის, თუმცა კერძო სექტორი ურთიერთთანამშრომლობით ცდილობს, მაქსიმალურად „უმტკივნეულოდ“ დაძლიოს კრიზისი და შეინარჩუნოს თანამშრომლები.

მათ შორის არის ბათუმის საბაგირო და კომპანია „არგო ანურია“, რომელიც მას ფლობს. გასულ წელს საბაგიროს მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში მიეცა ფუნქციონირების შესაძლებლობა, რამაც ის კრიზისში ჩააგდო. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი აბაშიძე გვიამბობს, განსაკუთრებულ პრობლემებს ქმნიდა გაურკვევლობა, რის გამოც ახალი ინვესტიციების განხორციელება რისკს წარმოადგენდა.

saba-1629704826.jpg

„პირველ ლოქდაუნს თუ დავუბრუნდებით, პრაქტიკულად მთლიანად შეჩერდა ოპერირება, ყველანაირი შემოსავლის წყარო, რაც იყო, განულდა. განსაკუთრებით ჩვენი სფერო, რომელიც ტურიზმსა და მომსახურებაზეა ორიენტირებული, პრაქტიკულად ხელფეხშეკრული დარჩა, რაც საკმაოდ რთული იყო. რა გველოდა არ ვიცოდით და ეს კიდევ უფრო ამძიმებდა სიტუაციას“, - გვიამბობს ის.

კრიზისულ პერიოდში ბათუმის საბაგირომ „საქართველოს ბანკისგან“ ფინანსური რესურსი მიიღო და შეძლო შეენარჩუნებინა თანამშრომლები და ოპერირება ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა.

გიორგი აბაშიძის თქმით, საბაგირო მარტის თვიდან სრული დატვირთვით მუშაობს. „საქართველოს ბანკმა“ ფინანსური სახსრები 2020 წლის ივლისში, გახურებული გლობალური პანდემიის პერიოდში გამოუყო კლიენტს, მაშინ როდესაც საკმაოდ ბუნდოვანი იყო ტურიზმის ბედი საქართველოში და მთელ მსოფლიოში. საქართველოს ბანკი მუდმივად მზადაა, მხარი დაუჭიროს ბათუმის საბაგიროს რათა მან შეძლოს შარშანდელი გაჩერებული წლის შედეგების გამოსწორება და ტურიზმის სრულ აღდგენამდე ჯანსაღი ფინანსური მდგომარეობის შენარჩუნება.

saba2-1629704838.jpg

ამასთან, „არგო ანურიას“ მენეჯმენტს სხვა ტურიზმზე მიბმული ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვს.

„ვფიქრობთ სასტუმროსა და დეველოპმენტის ნაწილის განვითარებაზე. სასტუმროზე მუშაობა ალბათ წლის ბოლოს დასრულდება. გვაქვს რამდენიმე პროექტი და პირველი, რომელიც ნახავს დღის სინათლეს, „საქართველოს ბანკისგან“ მოძიებული ფინანსური რესურსით ალბათ ის დაფინანსდება“, - განგვიმარტა გიორგი აბაშიძემ.

მისივე თქმით, პანდემიის მიუხედავად აგრძელებენ გაფართოებასა და განვითარებას, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად არსებობს გარკვეული ნეგატიური მოლოდინები და იმედი აქვთ, რომ ვითარების დაძლევას ქვეყანა მალე შეძლებს.

saba3-1629704927.jpg

„რეალურად ჩვენ სრულად ვართ ტურიზმზე დამოკიდებული. ჩვენი ღრმა რწმენით პანდემიის გამო არსებული ჩავარდნები დროებითია, მალე დასრულდება და განახლების პერიოდისთვის სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ, რომ სრულად აღდგენულ ტურიზმს შევხვდეთ“, - განგვიმარტა მან.

ამჟამად, საბაგიროს საშუალოდ 45-50 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. დამსვენებლების ნაკადი ერთდროულად 20 გონდოლას გადაჰყავს. აღსანიშნავია, რომ მისი მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, 2013 წელს დასრულდა და განსაკუთრებით უცხოელი დამსვენებლების საყვარელ ადგილად იქცა.

(R)