Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1129 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1129 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1210 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 20 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1257 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6614 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.