პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი - მესამე კვარტალში ეკონომიკა 8.7%-ით გაიზრდება

პარლამენტის საბიუჯეტო იფისმა ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი წარმოადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით საშუალოდ 8.7%-ით გაიზრდება. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მოცემული პროგნოზი გამართლდა, მაშინ 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარები წელს ეკონომიკა 2.7%-ით მეტი იქნება.

საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი რამდენიმე მნიშვნელოვან დაშვებას ემყარება:

  • მესამე კვარტალში ტურიზმის 5.5-ჯერ გაიზრდება 2020 წელთან შედარებით, თუმცა 3.6-ჯერ ნაკლები იქნება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით
  • შენარჩუნდება შიდა ტურისტული აქტივობა
  • მოსალოდნელია როგორც კერძო, ისე სამთავრობო სექტორის მოხმარების ზრდა
  • მსოფლიოში ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად, გაიზრდება ქვეყნიდან საქონლის ექსპორტის მოცულობაც.

ნოდარ სირბილაძე