ეკატერინე ტიკარაძე - „პისიარ“ ტესტებისა და აცრის ბარათების გაყალბების ერთეული შემთხვევები ნამდვილად დაფიქსირდა და მათი შესწავლა მიმდინარეობს

სამწუხაროდ, გაყალბებულ „პისიარ“ ტესტებთან მიმართებით, ჯანდაცვის სამინისტრო კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაყალბებული „პისიარ“ ტესტით და აცრების ბარათით რუსეთიდან ვიზიტორები შემოდიან.

„მსგავსი ფაქტების გამოძიებით დაკავებული არიან სხვა უწყებები, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან მსგავსი ფაქტების გამოვლინებაში, შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება მათ კომპეტენციაშია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი დოკუმენტაციის გაყალბების ერთეული შემთხვევები ნამდვილად დაფიქსირდა და ამ დროისთვის მათი შესწავლა მიმდინარეობს.