Bloomberg: გერმანულ წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილების ჩაწყობა 12 სექტემბერს დასრულდება

ხომალდ „ფორტუნას“ მიერ გერმანიის ტერიტორიულ წყლებში მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილების ჩადება 12 სექტემბერს მოხდება. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg გერმანიის საზღვაო უწყებაზე დაყრდნობით წერს.

პორტალ Marine Traffic-ის მონაცემებით, მილის ჩამდები ხომალდი „ფორტუნა“, რომელიც მანამდე დანიის წყლებში მუშაობდა, ახლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წყლებშია.

ამ მომენტისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დასრულებულია 99%-ით. ივლისის ბოლოს ითქვა, რომ „ფორტუნა“ მილის ჩაწყობის საბოლოო ეტაპზე მუშაობდა.

აშშ-მა და გერმანიამ 21 ივლისს გაავრცელეს შეთანხმება პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე, რომლის მიხედვით ვაშინგტონმა აღიარა, რომ ვერ შეაჩერებდა მის რეალიზაციას, ხოლო გერმანიამ აიღო ვალდებულება, რომ ხელს შეუწყობდა რუსული გაზის უკრაინიდან ტრანზიტის გაგრძელებას. ამასთან, ამერიკამ დაიტოვა უფლება, რომ რუსეთის მხრიდან ენერგეტიკის გეოპოლიტიკური მიზნებისთის გამოყენების შემთხვევაში და უკრაინის მიმართ აგრესიის შემთხვევაში, მიიღებს სათანადო ზომებს.

კოკა კვირკველია