ეროვნულმა ბანკმა განახლებული მაკროეკონომიკური სცენარები გამოაქვეყნა.
დოკუმენტში წარმოდგენილია როგორც საბაზისო, ისე ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარები. საბაზისო სცენარის მიხედვით, მიმდინარე წელს ლარი დოლართან არსებულ მდგომარეობას შეინარჩუნებს. პესიმისტური სცენარით წელს ლარი დოლართან 10%-ით გაუფასურდება, ხოლო ოპტიმისტური სცენარის მიხედვით 2021 წლის ბოლოსთვის ლარი დოლართან 3%-ით გამყარდება.
გარდა ამისა, ოპტიმისტური სცენარით ლარი 2022 წელსაც 3%-ით გამყარდება, ხოლო პესიმისტური სცენარის მიხედვით, შემდეგ წელს ლარი დოლართან დამატებით 5%-ით გაუფასურდება.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ლარი მცირედით ისევ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის საშუალო ღირებულება დაახლოებით 3,11 ლარი იყო.