Top-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ უკრაინაში

საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, მოიმატა როგორც იმპორტმა, ასევე გაზრდილია ექსპორტიც.

საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ივლისში უკრაინაში ექსპორტმა 165,765 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 60,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში 15%-ით გაიზარდა იმპორტიც და 235,353 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას, ის 30,3%-ით გაიზარდა და 401,119 მლნ დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით და ვყიდულობთ უკრაინაში:

ექსპორტი:

  • მსუბუქი ავტომობილები - 53,392 მლნ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები- 23,229 მლნ დოლარი
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 15,278 მლნ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 15,193 მლნ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 12,479 მლნ დოლარი
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 11,912 მლნ დოლარი
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 10,688 მლნ დოლარი
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 5,459 მლნ დოლარი
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 2,909 მლნ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 2,369 მლნ დოლარი

იმპორტი:

  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 34,964 მლნ დოლარი
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი, ცხლად ნაგლინი - 11,281 მლნ დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 10,674 მლნ დოლარი
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 9,337 მლნ დოლარი
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 9,053 მლნ დოლარი
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 5,170 მლნ დოლარი
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 4,858 მლნ დოლარი
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 4,809 მლნ დოლარი
  • ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - 4,590 მლნ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 4,142 მლნ დოლარი

ცნობისათვის, საქართველი-უკრაინას შორის სავაჭრო ურთიერობების ზრდაზე ისაუბრა კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კიევში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელიც ერთობლივად უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ.