ლოტო 6/42 -ში 108 273 ლარი გათამაშდა!

ლოტო 6/42 -ში 108 273 ლარი გათამაშდა!

ვინ არის იღბლიანი მოგებული?

ლოტო 6/42 -ში მეორე საპრიზო კატეგორიის 108 273 ლარის მფლობელი უცნობია, ის "საქართველოს ეროვნული ლატარიის" კომპანიას ჯერ არ დაკავშირებია. მომგებიანი ბილეთი შეძენილია 20 აგვისტოს ქუთაისში, წერეთლის 7-ის მიმდებარედ "საქართველოს ფოსტის" ჯიხურში. 108 273 ლარის მომგებიანი ბილეთი შევსებულია 16:34 საათზე.

20 აგვისტოს 358-ე ტირაჟის მომგებიანი კომბინაცია კი ასე გამოიყურება:

• 4,5,9,16,24,30 და ბონუს რიცხვი 39;

"საქართველოს ეროვნული ლატარიის" კომპანია ელოდება იღბლიან მოგებულს, რადგან მას მისი კუთვნილი, მოგებული 108 273 ლარი გადასცეს.

"ლატარიაში მოგება რომ მარტივია, ეს უკვე სიახლეს არ წარმოადგენს, საშუალოდ ყოველდღიურად მოგებულია 45 000 ლარზე მეტი. სამი წლის მანძილზე კი, რაც ახალმა ლატარიის კომპანიამ დაიწყო ლატარიის გათამაშებების რეალიზება, მოგების სახით 55 500 000 ლარზე მეტია უკვე გაცემული. თითოეული მსხვილი მოგება განსაკუთრებით გვიხარია, რადგან ამით ლატარიის მოთამაშეებს ვაძლევთ შანსს, უკეთესობისკენ შეცვალონ ცხოვრება", -აცხადებენ "საქართველოს ეროვნული ლატარიის" კომპანიაში.

მაშ ასე, კომპანია მორიგი მსხვილი მოგებულის მოლოდინშია, რაც შეეხება ლოტო 6/42-ის გათამაშებას - ის კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს ტელეკომპანია "იმედის"" პირდაპირ ეთერში, 20:45 საათზე იმართება.

ლოტო 6/42 -ის ჯეკპოტი ამ დროისთვის 670 000 ლარზე მეტია, ბილეთის ღირებულება კი მხოლოდ 2 ლარი, სასურველი კომბინაციით კი ბილეთის შეძენა შესაძლებელია საიტზე www.lotto.ge-ზე, კომპანიის სერვის ცენტრებში და "საქართველოს ფოსტის" ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას.

(R)