Bloomberg - ამ დროისათვის ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 56.5%, აშშ-ში- 51.3%, ჩინეთში კი 55.5%

მსოფლიოს 183 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებული დოზების რაოდენობამ 4.95 მილიარდს გადააჭარბა.

შესაბამის მონაცემს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობის თაობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, დღეში 36.4 მილიონი ადამიანი იცრება.

ამ დროისთვის მსოფლიოში გამოყენებული ვაქცინები მოსახლეობის 32.2%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი.

ყველაზე მეტი 1.93 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობამ კი 581 მილიონს გადააჭარბა. ევროკავშირში ვაქცინების 515 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 362 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის ორივე დოზით ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 56.5%, აშშ-ში- 51.3%, ჩინეთში კი 55.5%.