როგორ შეიცვალა Pfizer-ის და BioNTech-ის  აქციების ფასი რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც FDA -მ ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა

მას შემდეგ, რაც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა, საფონდო ბირჟაზე მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასმა საგრძნობლად იმატა.

NASDAQ-ის ბირჟაზე Pfizer– ის ერთი აქციის ფასმა ამ დროის მონაცემებით 50 დოლარს გადააჭარბა, რაც აქამდე არსებულზე +2.84%-ით მეტია. გაიზარდა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის, BioNTech-ის აქციების ფასიც და 378.80 დოლარი გახდა, რაც თითქმის 9%-იან ზრდას შეადგენს.

ამ დროისთვის BioNTech-ის საბაზრო ღირებულება 91,63 მლრდ დოლარია, Pfizer-ის 280,47 მილიარდი დოლარია.

Pfizer/BioNTech -ის აქციებს მიმდინარე თვის განმავლობაში დიდი რყევები არ განუცდია. თითქმის სტაბილურ მომგებიან პოზიციას იკავებდა.

ცნობისათვის, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია დღეს მიანიჭა. FDA-ს გადაწყვეტიებით, Pfizer/BioNTech -ის ვაქცინა ამიერიდან ბაზარზე Comirnaty-ის სახელწოდებით გაიყიდება. ადმინისტრაციამ ასევე დაამტკიცა Pfizer– ის ორი დოზის 16 წლიდან ასაკის პირებში გამოყენება დაამტკიცა.

კომპანია BioNTech-ი 2008 წელს მეცნიერმა თურქმა ცოლ-ქმარმა ოზლამ ტურეჯიმ და უგურ შაჰინმა დააფუძნა. ამერიკული მრავალეროვნული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer Inc კომპანია 1849 წელს ნიუ-იორკში, გერმანელმა ჩარლზ პიფაიზერმა (სინამდვილეში კარლ პფაიზერმა) და მისმა ბიძაშვილმა ჩარლზ ერჰარტმა დააარსეს. გერმანიიდან ამერიკაში მიგრირებულმა ნათესავებმა ბარტლეტის ქუჩაზე დაიწყეს ქიმიკატების ბიზნესი. Pfizer– ის ზრდა 1880 – იან წლებში ლიმონმჟავას წარმოებამ გამოიწვია.

იხილეთ: მიგრანტები საქართველოს მეზობელი ქვეყნიდან, რომლებიც ისტორიას ქმნიან - BioNTech-ი და Pfizer-ი დაფუძნებიდან დღემდე

თეონა რამაზაშვილი