ხორვატიაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2019 წლის მაჩვენებელს უახლოვდება

ხორვატიაში 2021 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა, შესაძლოა, 10,5 მილიარდი ევრო შეადგინოს და მიაღწიოს ახალ რეკორდულ ნიშნულს. თან ეს იმ ფონზე მოხდეს, როდესაც ტურისტების რაოდენობა ნაკლებია. ასეთი შემოსავალი ქვეყანას ბოლოს 2019 წელს პანდემიამდელ სეზონზე ჰქონდა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

„ტურიზმიდან მიღებული წლევანდელი შემოსავალი გადააჭარბებს 2019 წლის შემოსავლების 90%-ს, ამასთან, ზაფხულის პიკური ორი თვის მაჩვენებელი აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებელს“, - აცხადებს ქვეყნის ტურიზმის მინისტრი ნიკოლინი ბრიანცი.

ადრიატიკის რეგიონის ამ ქვეყანაში, სადაც 4,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ტურიზმიდან შემოსავლები შეადგენს ქვეყნის მშპ-ს 20%-ს. 2019 წელს ხორვატიას 21 მილიონი ტურისტი ეწვია.

კოკა კვირკველია