Pfizer კიბოს წამლების მწარმოებელ კომპანიას ყიდულობს

Pfizer კანადურ კომპანია Trillium Therapeutics-ს ყიდულობს, რომელიც კიბოს სამკურნალო წამლებს აწარმოებს. კომპანიის ამ განცხადებას Reuters ავრცელებს.

შესასყიდი ფასი 2,26 მლრდ დოლარია. Pfizer-ში აცხადებენ, რომ ეს შენაძენი კომპანიისთვის სისხლის კიბოს სამკურნალო საშუალებების არსენალს გააძლიერებს. აღსანიშნავია, რომ Pfizer-მა Trillium-ში წილი გასულ წელს 25 მლნ დოლარად იყიდა, ამჟამად კი ბრუნვაში დარჩენილ აქციებს, თითოს 18,50 დოლარად ყიდულობს.

Pfizer სარგებელს მოელის Trillium-ის სისხლის კიბოს თერაპიისგან, სიგნალით „ნუ მჭამ,“ რომელსაც კიბოს უჯრედები იმუნური სისტემის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.

Reuters-ის მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოში მილიონზე მეტ ადამიანს სისხლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რაც კიბოს საერთო დიაგნოზების 6%-ია. იმავე წელს მსოფლიოში სისხლის კიბოს ფორმით 700 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

გუში Trillium-ის აშშ-ში კოტირებული აქციების ვაჭრობამდელი ფასი, თითოზე, 17,73 დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წელს კომპანიის აქციები, ბოლო დახურვის მომენტისთვის, 59%-ით იყო გაუფასურებული. სექტემბერში Pfizer-მა კანადური კომპანიის, თითქმის, 2,3 მლნ აქცია, თითო 10,88 დოლარად იყიდა.

ახალ გარიგებაში Pfizer-ის ფინასნური კონსულტანტი კომპანია BofA Securities-ია, ხოლო Trillium-ის - კომპანია Centerview Partners.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ