დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა, რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა, ჰოსპიტალში მძიმე და საშუალო სიმძიმის პაციენტები იმყოფებიან.

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 ივლისს დაიწყო. როგორც ცნობილია, საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.