მაკომპლექტებლების დეფიციტის გამო Volvo ავტომობილების წარმოებას აჩერებს

შვედური ავტომწარმოებელი კომპანია Volvo Cars აჩერებს ავტომობილების წარმოებას შვედეთის გიოტებერგისა და ბელგიის გენტის ქარხნებში, წარმოებისთვის მნიშვნელოვანი დეტალების დეფიციტის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვაკვირდებით დეტალების მზარდ დეფიციტს და სწორედ ეს არის საფუძველი და მიზეზი 30 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე ავტომობილების წარმოების შეჩერების ჩვენს ორ მთავარ ქარხანაში“, - განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა მარა დაგმანმა.

საწარმოო პაუზის პერიოდში დასაქმებულებს შეუძლიათ მოწყობილობის მომსახურებაში დაკავდნენ, ან შესწავლაში, ან შეუძიათ აიღონ უქმეები.

კოკა კვირკველია