Bloomberg: Apple-ს, Microsoft-ის და Amazon-ის ხელმძღვანელები კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ ჯო ბაიდენს შეხვდებიან

კორპორაცია Apple-ის თავკაცი ტიმ კუკი, Microsoft-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი სატია ნადელა და Amazon-ის გენერალური დირექტორი ენდი ჯესსი ამ კვირას გეგმავენ შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში, რათა განიხილონ ის ძალისხმევა, რომელიც შეუძლიათ გასწიონ კერძო კომპანიებმა კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით. ამის შესახებ Bloomberg წერს.

სააგენტოს მონაცემებით, შეხვედა ოთხშაბათს არის დაგეგმილი. შეხვედრაზე შესაძლოა, ასევე განიხილონ ნაბიჯები, რომელთა გადადგმა იგეგმება საბანკო და ენერგეტიკულ სფეროებში, ასევე წყალმომარაგების სფეროში კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. ასევე განიხილავენ ამ კომპანიების ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამყარების საკითხებსაც. მაღალი ალბათობით, ასევე განიხილავენ კიბერუსაფრთხოების საკითხებს პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების ჯაჭვში.

კომპანიების წარმომადგენლებმა დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტირებისგან თავი შეიკავეს.

შეხედრაზე ასევე მიწვეულნი არიან Google, IBM, JPMorgan Chase & Co და Southern Co. კომპანიების წარმომადგენლები.

კოკა კვირკველია